კრისტინა აგილერამ ახალი სიყვარული იპოვა. მართალია, მისი ახალი ურთიერთობა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა, თუმცა, კრისტინას გამოჭერა უკვე მოახერხეს პაპარაცებმა. კრისტინა აგილერა შერისთან ერთად მუშაობს სადებიუტო ფილმზე, ”Burlesque”. მისი პრემიერა 24 ნოემბერს შედგება. თუმცა, ყველაზე საინტერესო კადრს მიღმა დარჩენილა - კრისტინა აგილერასა და გადამღები ჯგუფის წევრის, მეთიუ რატერის ურთიერთობა ჯერ მეგობრობით დაიწყო.
მას შემდეგ, რაც 29 წლის მომღერალი მეუღლეს გაეყარა, მეგობრობამ უფრო რომანტიკული სახე მიიღო.
ეს ყველაფერი კი იმით დარულდა, რომ ჩასაფრებულმა ჟურნალისტებმა აგილერა მეგობრებთან და ახალ სიმპათიასთან ერთად გამოიჭირეს.
”კრისტინას მთავარი პრიორიტეტი ისევ მისი შვილია” - ამბობს შემსრულებლის მეგობარი და აცხადებს, რომ ჯეისონ ბრეიტმანსა და აგილერას ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბული იყო, თუმცა, ისინი ოჯახს მხოლოდ შვილის სიყვარულის გამო ინარჩუნებდნენ.
როგორც ხედავთ, აგილერს ოჯახის სიმყარეს ვერც 3 წლის ბავშვის სიყვარულმა უშველა.