ამერიკელმა მომღერალმა გამოუშვა თავისი სახელობის სუნამო «Purr by Katy Perry». სუნამოს პირველი პრემიერა შესდგა ლონდონში მაღაზია „Selfridges"–ში. მომღერალმა ასევე გასცა თავისი ხელმოწერები და ურთიერთობდა თაყვანისმცემლებთან. შემდეგ სუნამოს პრეზენტაცია გაიმართა ნიუ–იორკში, ადგილობრივ «Big Apple»–ში. Katy Perry გამოწყობილი იყო ძალიან ლამაზ იისფერი ფერის კაბაში. გთავაზობთ მცირე ფოტონაკრებს გასული ღონისძიებიდან…
აქვე შეგახსენებთ, რომ მომღერალს 30 ოქტომბერს ქორწილი ჰქონდა, მისი მეუღლე გახლავთ Russell Brand–ი, ასევე იგი იყო წამყვანი Victoria’s Secret Fashion Show–სი, მან რამოდენიმე პრემია მიიღო, გამოუშვა ვიდეო კლიპი სიმღერა „Firework"–ზე. ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ წარმატებული არის მომღერლისთვის ეს წელიწადი.