ვებსაიტმა askmen.com-მა გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის მიზანი ყველაზე მობეზრებული პოპულარული ადამიანების გამოვლენა იყო.
მასში მონაწილეობა აშშ-ის, ევროპისა და ავსტრალიის მცხოვრებლებმა მიიღეს.
მობეზრებული ადამიანების რეიტინგის სათავეში მომღერლები - ლედი გაგა და ჯასტინ ბიბერი მოექცნენ. რესპოდენტთა 29% განაცხადა, რომ ისურვებდა, გაგას სახელი აღარასოდეს გაეგო. რეიტინგში ხმების 17%-ით კიმ კარდაშიანიც მოხვდა, მას ლინდსი ლოჰანი მოყვება. მეხუთე-მეექვსე პოზიციები ქეით მიდლტონმა და მისმა დამ - პიპამ გაინაწილეს. ანტირეიტინგის ნამდვილ ვარსკვლავად კი ჯასტინ ბიბერი (47%) იქცა.
სიაში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც მოხვდა - მან ხმების 12% დააგროვა