|
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 14 » ლედი გაგა სიმღერას რუსულ ენაზე ჩაწერს
16:15 ლედი გაგა სიმღერას რუსულ ენაზე ჩაწერს |
ეპატაჟის
დედოფალი ლედი გაგა თავისი ახალი ალბომისთვის რუსულ სიმღერას ჩაწერს. ამის
შესახებ მომღერლის პროდიუსერმა რალფ საიმონმა (Ralph Simon) განაცხადა.
მომღერალმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ რუსეთში 3
მლნ-ზე მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს.
პროდუსერის აზრით, მომღერალი ამით რუსულენოვანი ფანებისა და ინტერნეტ მომხმარებლების ყურადღებას მიიქცევს.
"მინდა
დავარწმუნო ლედი გაგა, რომ თავისი ერთ-ერთი ჰიტი რუსულ ენაზე მომავალ წელს
ჩაწეროს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდებს ეს ძალიან მოეწონებათ.
წარმოიდგინეთ, როგორი სასიამოვნო იქნება ეს რუსი ახალგაზრდებისთვის"-
განაცხადა საიმონმა.
"ვფიქრობთ, სიმღერები პორტუგალიურ, ესპანურ
და ჰინდუს ენაზე ჩავწეროთ. ერთი ვერსია აუცილებლად იქნება რუსულიც. ლედი
გაგას ძალიან უყვარს რუსი ფანები. სულ ცოტა ხნის წინ მან შეიტყო, რომ
რუსეთში 3 მლნ ფანი ჰყავს", - განაცხადა მომღერლის პროდუსერმა.
ლედი
გაგა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაა ინტერნეტში, მისი გვერდი
სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ყველა რეკორდს ხსნის. წელს, ივლისში ლედი გაგა
"ფეისბუქის დედოფალი " გახდა. მან ამ სოციალურ ქსელში 10 მლნ
თაყვანისმცემელი შეაგროვა და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა და მსახიობი
ვინ დიზელი (Vin Diese) უკან ჩამოიტოვა.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 1191 |
დაამატა: qristi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|