|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 20 » ლედი გაგა სუნამოს გამოუშვებს
18:03 ლედი გაგა სუნამოს გამოუშვებს |
კომპანია "Coty Inc"-მა განაცხადა, რომ სუნამოების გამოშვების თაობაზე ლედი გაგასთან კონტრაქტს აფორმებს.
კომპანიის პრეს-რელიზში ნათქვამია: "ლედი გაგა ფეთქებადი, სექსუალური და პროვოკატორია, ეს თვისებები მის არაორდინარულ სუნამოებს აუცილებლად დაეხმარება".
ლედი გაგას სუნამო, რომლის სახელიც ჯერ უცნოებია, მაღაზიების თაროებზე 2012 წლის გაზაფხულზე გამოჩნდება. კომპანია "Coty Inc"-ი მომღერალთან და კომპანია ”Haus of Gaga"-ს კრეატიულ დირექტორთან აქტიურად ითანამშრომლებს.
"ლედი გაგას სუნამოების შექმნა უპრეცენდენტო და რევოლუციური იქნება. ჩვენ ვცდილობთ, სუნამოს არომატი და დიზაინი სრულყოფილი იყოს. სუნამო ლედი გაგას არტისტული მგრძნობიარობის ნაწილი უნდა გახდეს", - განაცხადა კომპანიის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა. გაგას სუნამოები მთელ მსოფლიოში გაიყიდება.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 868 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|