|
მთავარი » 2011 » აგვისტო » 7 » ლედი გაგას ჰომოსექსუალი შვილები სურს
19:05 ლედი გაგას ჰომოსექსუალი შვილები სურს |
ეპატაჟურმა მომღერალმა ლედი გაგამ აღიარა, რომ თავისი შვილები მხოლოდ იმ შემთხვევაში ეყვარება, თუ ისინი ჰომოსექსუალები იქნებიან.
ლედი გაგა სექსუალურ უმცირესობებს უკვე დიდი ხანია იცავს და მათში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა ამისა, ვარსკვლავს არაერთხელ უთქვამს, რომ ბისექსუალური მიდრეკილებები აქვს.
"რასაკვირველია, ოდესმე შვილებს გავაჩენ, მაგრამ ეს არცთუ ისე მალე მოხდება. ამასთან, მათ შეყვარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებ, თუ ისინი სექსუალური უმცირესობების რიგებს შეავსებენ", - განაცხადა გაგამ.
ცოტა ხნის წინ ლედი გაგამ ბავშვებისთვის საკუთარი საკონცერტო კოსტიუმების მინი-ვერსიები შექმნა - რამდენად მოუნდებათ მშობლებს გაგას ამ განცხადების შემდეგ ბავშვებისთვის მომღერლის სამოსის ყიდვა, გაურკვეველია.
|
კატეგორია: ვარსკლავები |
ნანახია: 802 |
დაამატა: Angell
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|