ლედი გაგას არაერთგვაროვანი იმიჯი ხშირად საზოგადოების განხილვის საგანი გამხდარა: Swarovski-ის თვლებით მორთული უჩვეულო ფორმის ფეხსაცმელებიდან დაწყებული - ეროტიკული ფილმების სასტიკი პერსონაჟებით დამთავრებული.
სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი მეთიუ დეფლემი ახალ კურს წაიკითხავს, რომლის სახელწოდებაც იქნება "ლედი გაგა და დიდების სოციოლოგია".
სალექციო კურსის მთავარი თემაა, რაში მდგომარეობს ვარსკვლავის პოპულარობის არსი. ლექტორი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მომღერლის დიდების სოციოლოგიურ ასპექტებს დაწვრილებით განიხილავს.
48 წლის პროფესორმა გაგასთან (ნამდვილი სახელი: სტეფანი ჯერმანოტა) შეხვედრის შემდეგ განაცხადა: "ლეგი გაგას განვიხილავთ, როგორც სოციალურ მოვლენას. ზოგი ამბობს, რომ ის ახალი მადონაა. მე კი მიმაჩნია, რომ მის უკან უფრო მეტი რამ იმალება".
|