სკანდალურმა მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა განაცხადა, რომ მას სურს გახდეს დედა. იგი დარწმუნებულია - იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროს, საუკეთესო გამოსავალი არის დაფეხმძიმება. როგორც მსახიობის მეგობრები იუწყებიან, 24 წლის ლინდსის მობეზრდა მარტოობა და ფიქრობს, რომ ბავშვი მასზე კარგ გავლენას მოახდენს. მან დაინახა, თუ როგორ შეცვალა ბავშვმა ნიკოლ რიჩი. ასევე შეიძლება შეცვალოს იგიც. ”მას აუცილებლად სჭირდება ადამიანი, ვინც 24 საათის განმავლობაში იქნება მასთან ერთად. იგი დარწმუნებულია, რომ ბავშვი მისი ცხოვრების წესს შეცვლის”,-ამბობს ლინდსის მეგობარი.
|