|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 3 » ლინდსი ლოჰანმა საიუველირო მაღაზია გაქურდა
22:28 ლინდსი ლოჰანმა საიუველირო მაღაზია გაქურდა |
პოლიციამ ლინდსი ლოჰანის ლოს-ანჯელესის ბინის ჩხრეკის ორდერი მოითხოვა. სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ, რომ ლინდსიმ საიუველირო მაღაზიიდან ძვირფასეულობა მოიპარა.
სამართალდამცავების თქმით, ქურდობის დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს, მსახიობი აეროპორტში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა მოპარული ყელსაბამით დააფიქსირეს, რომელიც მას ყელზე ეკეთა.
ლინდსი ლოჰანმა მაღაზიიდან 5000 დოლარამდე ღირებულების ძვირფასეულობა გააყოლა ხელს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.
აღსანიშნავია, რომ ლოჰანი ბეტი ფორდის სარეაბილიტაციო კლინიკიდან 3 იანვარს გამოწერეს. მსგავსი დანაშაულისთვის სკანდალში ის ადრეც გახვეულა.
|
კატეგორია: ვარსკლავები |
ნანახია: 711 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|