|
მთავარი » 2011 » აგვისტო » 7 » ლივ ტაილერი - სრულყოფილი მშვენიერება
18:54 ლივ ტაილერი - სრულყოფილი მშვენიერება |
ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ეს სრულყოფილებამდე დახვეწილი მშვენიერი ქალი ოდესღაც "მახინჯი იხვის ჭუკი" იყო - მსუქანი და ულამაზო კბილებიანი. სკოლაში მას "ძეხვს" ეძახდნენ... დღეს უკვე მსოფლიოში ცნობილი კინოვასრკვლავი - ლივ ტაილერი მაშინ უბრალო გოგონა - ლივ რუნდგრენი იყო.
"მე უცნაური ოჯახის წევრები მყავს. ჩემი მშობლები გიჟებივით იქცეოდნენ მეჩვენებოდა, რომ ერთადერთი დალაგებული მე ვიყავი. დედა "ფლეიბოისთვის" იღებდა სურათებს, მამა ნარკოდამოკიდებულებისგან განკურნებას ცდილობდა... რთულია, ამას უყურო და თქვა, რომ ნორმალური ოჯახი გაქვს, მაგრამ რაც მთავარია, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მათ ძალიან ვუყვარვარ. პატიება ვისწავლე. ვფიქრობ, ყველა მოზარდს არ ძალუძს, მშობლებს მათი ნაკლოვანებები აპატიოს", - განაცხადა ლივ ტაილერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მართლაც, ძალიან რთულია ლივის მშობლებს ნორმალურები უწოდო. დედამისი გარდა იმისა, რომ "ფლეიბოისთვის" პოზირებდა, როკ-მუსიკოსებთან უამრავი რომანით იყო ცნობილი.
მამამისი სტივ ტაილერი ლივის დედის - ბიბის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ "მონაპოვრად" იქცა, რომლისგანაც დაფეხმძიმდა და მშვენიერი ლივი გააჩინა.
როდესაც ბიბიმ შეიტყო, რომ სტივისგან ბავშვს ელოდებოდა, მუსიკოსითვის არაფერი უთქვამს, რადგან ხვდებოდა, რომ სტივენისნაირი მამა ლივს არ გამოადგებოდა. მოგვიანბეით ნაკლებად ცნობილ და შედარებით "ნორმალურ" მუსიკოსს ტოდ რუნდგრენს გაყვა ცოლად. 16 წლის განმავლობაში ლივ ტაილერი ტოდ რუნდგრენს ნამდვილ მამად მიიჩნევდა და მის გვარს ატარებდა. ლივი ბებიასთან და ბაბუასთან პატარა ქალაქ პორტლენდში იზრდებოდა. მშობლები გოგონას იშვიათად ნახულობდნენ.
ლივს დედა ძალიან ენატრებოდა და არც ამ ქალაქში ცხოვრება მოსწონდა. გოგონები აქ მხოლოდ გათხოვებაზე ოცნებობდნენ, ერთადერთი გასართობი კი მოდური ჟურნალების თვალიერება იყო. მსუქან ლივს კი ამ ჟურნალების ფურცვლა აღიზიანებდა.
13 წლის ასაკში გოგონა დეპრესიაში ჩავარდა, მადა დაკარგა და ანორექსიით დაავადდა. ერთ დღეს დედამ ჩამოაკითხა და სერიოზულად შეშინდა. ბიბიმ გადაწყვიტა გოგონა ნიუ-იორკში წაეყვანა. აღსანიშნავია, რომ ბიბი თავს კარგ დედად არ მიიჩნევდა, მაგრამ თავისი მრავალშვილიანი დის დახმარების იმედი ჰქონდა. გარდა ამისა, ბიბის სჯეროდა, რომ ნიუ-იორკში ლივი უამრავ გასართობს გამონახავდა და თავს უკეთესად იგრძნობდა.
ასეც აღმოჩნდა. ლივს დიდ ქალაქში ცხოვრება ძალიან მოეწონა. მან კარგად სწავლა დაიწყო, ბევრს სეირნობდა, მზარეულობას მოჰკიდა ხელი... ამასთან, მოულოდნელად ზრდა და წონაში კლება დაიწყო. ერთი სიტყვით, თავს ბედნიერად გრძნობდა.
ლივს ორი პრობლემა აწუხებდა - დაქალები და შეყვარებული არ ჰყავდა, სამაგიეროდ, როკ-კონცერტებს დედასთან ერთად ხშირად ესწრებოდა. ლივი დედას კონცერტებზე მხოლოდ იმის გამო დაყვებოდა, რომ დაახლოვებულიყვნენ. სინამდვილეში გოგონას მშვიდი ცხოვრების რიტმი და მყუდრო ბინა იზიდავდა.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 1405 |
დაამატა: Angell
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|