უკვე სკოლაში ვართ და გამოცდებიც სადაცაა დაგვეწყება ,წელს ძალიან ვნერვიულობ თუ კარგად ვერ ჩავაბარე დედიკო ამერიკაში არ გამიშვებს.ამიტომ როგორც არასდროს იმდენი ვიმეცადინე.
ისე მეშინოდა სიმწრისგან რამის საგამოცდო ფურცელს შევჭამე:Dსაბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და გამოცდებიც ჩავაბარე......... წელს ბოლო ზარმაც დარეკა და ყველა გარეთ გამოვარდა,მე ახალი ოინი უნდა მომეფიქრებინა(ვერ ვიტან ბანალურ გამომშვიდობებას)ამიტომ ყოველწელს სხვადასხვა ოინებს ვიფიქრებ,წელს წუწაობა მინდოდა მაგრამ წყალი არ მქონდა (დამლაგებლებმა წყლის აღების უფლება არაფრით მომცა,ოხ ეს შუსტრი დამლაგებლები)
უკვე სკოლის წინ ვიყავიტ და ერთმანეთს ვემშვიდობებოდით რომ რაღაც მომაფიქრდა....
-გოგოებო მე მაღაზიაში გადავალ ბორჯომს ვიყიდი რაღაც ძალიან მომწყურდა და მოვალ
-კარგი მარი ოღონდ მალე მოდი
სანამ ბორჯომს ვიყიდიდი გოგოები მომავალ არდადეგებზე ლაპარაკობდნენ და ჭორაობდნენ.მე ჩუმად მივეპარე და გადავასხი.ისეთი სიცილი დავაყარე ,ყველა მე გამომეკიდა და დიდხანს ვიწუწავეთ.ერთი სიტყვით მაღაზიაში ერთი ბოთლი ბორჯომიც კი აღარ დავტოვეთ.გახარებული გამყიდველი გვლოცავდა საწყალს 1 წლის ბორჯომი ქონდა: D
სახლში სულ მთლად სველი დავბრუნდი. მინდოდა დედიკოს არ შეემჩნია და ჩემს ოთახში ჩუმად აპარვა ვცადე.მაგრამ ჩემი დაბდურობის რა ვთქვი ფეხი ამისრიალდა და კიბეებიდან თავპირისმტვრევით გადმოვარდი.
-მარი ,მოხვედი დედიკო? რა მოგივიდა (და მისაღებ ოთახში გამოვიდა)
-არაფერი დე... დავეცი აუუ ფეხი
-სულ მთლად სველი ხარ ,შენ რა იწუწავე?
-აბა რაა,სკოლას ისე ხომ არ დავამთავრებდით რომ არ გვეწუწავა?
-ოხ მარი ,შენ ხომ ჭკუა არ ისწავლე ,როდის უნდა გაიზარდო?
-არასოდეს, ახლა ავალ გამოვიცვლი და ცოტას წავუძინებ
-ნელა იარე კიდევ არ ჩამოვარდე (და დამცინა)
-არავინ შემაწუხოს....თუ ვინმე მიკითხავს პარკში წავიდაო უთხარი.კარი მივიხურე,შხაპი მივიღე ,მერე აიპოდი ავიღე და მალევე ჩამეძინა.
-გამარჯობათ მაია დეიდა მარი სახლშია?
დედიკო:-კი ,მაგრამ ძინავს .თუ გინდათ ადით და გააღვიძეთ ,მაინც დიდიხანია რაც ძინავს
-კი როგორ არ გვინდა .... შეიძლება წყალი დავასხათ და ისე გავაღვიძოთ?
-კარგი იდეააა .მიგით გოგოებო ღირსია ჭკუას ისწავლის
-მარი გაიღვიძე
-მე კიდევ ძილბურანში ვიყავი მაგრამ დავინახე თავზე თაკო და ნინი მადგა ხელში რაღაც ეჭირათ.თვალები მოვჭუტე
-სურპრიზიიიი და წყალი გადამასხეს.გოგოებს დედიკოს და ჩემს ძამიკოს სიცილისგან სახეზე ფერი აღარ ედოთ
-ავადმყოფივით დავიწყე ხველა .-მოგკლავთ ეს ვთქვი და გოგოებს გავეკიდე.იმდენხანს ვირბინეთ მემგონი 2 კილო დავიკელით სულ ყველამ.უკვე ღამე იყო დღეს საბედნიეროდ გოგოები ჩემთან რჩებიან.-გოგოებო წამო სახურავზე ავიდეთ(ეს ადგილი ჩვენი სამალავი იყო ვერავინ გვპოულობდა და არც არავინ გვიშლიდა ხელს საუბაში.ერთადერთი ადგილი სადაც თავს თავისუფლად ვგრძნობდით ბავშობაში)თაკო:-წამო იცი მეც ძალიან მომენატრა ჩვენი სამალავი
ჩვენ დიდხანს ვიყავით იქ ვოცნებობდით ,მომავალი წლის გეგმებს ვაწყობდით, ვიცინოდით და ვტიროდით.უკვე ღამის სამი საათი და არც ერთს არ ჩაგვძინებია ,სულმოუთმენლად ველოდით მომავალი დღის დადგომას …… ხვალ ხომ ამერიკაში მივდივართ......