”არც უჭკუო ვიყავი და არც ბეჯითი. მაგრამ მოსწავლეების არცერთ კომპანიაში არ ვგრძნობდი თავს კომფორტულად. თეთრი ყვავივით ვიყავი”, - განაცხადა მადონამ.
"ასე იყო, ვიდრე ჩემმა ბალეტმეისტერმა, რომელიც გეი იყო, თავისი მფარველობის ქვეშ არ ამიყვანა და შემოქმედი ხალხი არ გამაცნო. სწორედ მათ მითხრეს, რომ ყველაფერი წესრიგშია და კარგია, რომ ყველას არ ვგავვარ და რომ მასისგან გამოვირჩევი. მაშინ მე პირველად მოვხვდი გეების წვეულებაზე, აქ საბოლოოდ ვიგრძენი, რომ ამ სამყაროს ნაწილი ვიყავი", - განაცხადა მადონამ.
მადონამ იმის შესახებაც ილაპარაკა, როგორ ადარდებს არასრულწლოვნებში თვითმკვლელობის შემთხვევები და რომ შვილებთან აუცილებელია ცხოვრებაზე ხშირად ლაპარაკი.
ამჟამად მადონა ახალ ფილმზე მუშაობს, რომელსაც "ჩვენ" ქვია. გადაღებების დასრულების შემდეგ, მომღერალი სტუდიას დაუბრუნდება.