მადონა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფიტნეს კლუბების ქსელს გახსნის. ამ პროექტით მომღერალი იდეალურ საწვრთნელ დარბაზზე საკუთარ ოცნებას აისრულებს.
მომღერალმა სავარჯიშო დარბაზებისთვის სასწავლო პროგრამა თავად შეადგინა. პირველი სპორტკომპლექსი თვის ბოლოს მექსიკაში გაიხსნება. კომპლექსს, მადონას 2008 წლის ალბომის მსგავსად, Hard Candy ერქმევა.
მადონას ხელი დარბაზის ინტერიერშიც იგრძნობა, მომღერალმა თავად მოიგონა ყველა დეტალი. იზრუნა კლუბში მუსიკასა და განათებაზე, - განაცხადა ქსელის მმართველმა მარკ მასტროვმა.
ცნობილია, რომ კლუბში ვარჯიშის სრულიად ინოვაციურ მეთოდებს გამოიყენებენ - იოგას უახლეს ტენდენციებსა და კარდიო-კიგბოქსინგს.
მომავალში მადონას ფიტნეს-ცენტრები არგენტინაში, ბრაზილიაში, აზიაში და ევროპის ქვეყნებშიც გაიხსნება.
|