გოგონას ბიძის თქმით, ჯერ კიდევ დოკუმენტების გაფორმებამდე მადონამ მერსის ნათესავებს პირობა მისცა, რომ გოგონას ნახვის შესაძლებლობა ექნებოდათ. ამ დაპირებამ გოგონას გაშვილების გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია. თუმცა მალავში ყოფნის დროსაც კი პოპ-ვარსკვლავი მერსის ნათესავებთან შეხვედრის უფლებას აღარ აძლევს.
მერსის ბებია გოგონას გაშვილების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ახლა ის პოპ-მომღერლის საქციელით აღშფოთებულია. "მე მარწმუნებდნენ, რომ მერსისთვის ეს ღირსეული ცხოვრებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა იყო, - აცხადებს გოგონას ბებია, - მაგრამ მისი ნახვა ამიკრძალეს. ჩვენ სასამართლოში ჩივილი არ გვინდოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მადონას ადამიანურად მოქცევა არ სურს".
მერსი ჯეიმსის ნათესავებს სასამართლოში საქმის მოგების პერსპექტივა არ აქვთ, რადგან მადონასთან მათი შეთანხმება სიტყვიერი იყო.