გოგონას ნამდვილი სახელი დესტინ ჰოუპ საირუსია. ის ტენესის შტატში, ქალაქ ნეშვილში დაიბადა. მამამისი ქანთრის სტილის ცნობილი მომღერალი ბილი რეი საირუსია. მაილი ტელეარხ "დისნეის" აღმოჩენა იყო და 2003 წელს ათამაშეს ფილმში "მსხვილი თევზი". პოპულარობა და ფული მოუტანა ახალგაზრდულმა სერიალმა "ჰანა მონტანა". მოგვიანებით პატარა მსახიობმა მომღერლობაც გადაწყვიტა და ორი სინგლი ჩაწერა, რომლებიც ბილბორდის ცხელ ასეულშიც მოხვდა. თინეიჯერების ვარსკვლავი უკვე 15 წლის ასაკში მოექცა "ფორბსის" მდიდარი ბავშვების სათავეში. ახლა 17 წლისაა და მის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. მსახიობი ავადმყოფურად განიცდის ასაკობრივ პრობლემებს კანზე გამონაყარის გამო და ყოველდღე ძილის წინ პილინგს იტარებს.