მწვანე თვალები ნამდვილი საჩუქარია ნებისმიერი ვიზაჟისტისთვის. მათი სილამაზის ხაზგასმა მრავალფეროვანი საღებავებით შეიძლება - ღია ვარდისფერით დაწყებული ფირუზისფერით დამთავრებული.
საინტერესოა, რომელ ფერებს უნდა მიანიჭონ მწვანეთვალება ლამაზმანებმა უპირატესობა და რომელს უნდა განერიდონ?
ძალიან ხშირად გოგონები იმ ფერს ირჩევენ, რომლის ტონი თვალის ფერის შესაბამისია. ვიზაჟისტებისთვის კი ოქროს წესია: თუ თვალების ფერის გამოკვეთა გსურთ, იმავე ტონალობის ჩრდილი არასდროს გამოიყენოთ! სჯობს კონტრასტულ ფერზე შეაჩეროთ არჩევანი და თუ მაინცდამაინც მწვანე ფერით გინდათ შეღებვა, ძალიან მუქი აირჩიეთ.
შეეცადეთ, არ წაისვათ ზუსტად თქვენი თვალის ფერი ჩრდილი, რადგან მზერა ჩამქრალი იქნება. არც ნაცრისფერი ტონალობა მოგიხდებათ. საერთოდ ნაცრისფერის გამოყენება სხვa ფერებთან შეხამებით სჯობს.
იმისთვის, რომ მწვანე თვალები უფრო გამოიკვეთოს, ისეთი ჩრდილი წაისვით, რომელშიც ვარდისფერი პიგმენტია:
კანის ცივი ტონალობისთვის — ღია-ვარდისფერი, კვეთრი ვარდისფერი, იასამნისფერი, ქლიავისფერი, იისფერი, სოსანისფერ-ყავისფერი.
კანის თბილი ტონალობისთვის — ბეჟი-ვარდისფერი, ყავისფერი, სპილენძისფერ-ოქროსფერი, ატმისფერი, ნარინჯისფერი.
ბუნებრივი მაკიაჟი მწვანე თვალებისთვის უფრო საინტერესოდ გამოიყურება, თუკი გამოიყენებთ ისეთ ჩრდილებს, რომლებშიც მკვეთრი ვარდისფერი და წითელი პიგმენტი არსებობს:
ცივი გამის მაკიაჟისთვის — ესაა ბეჟი-ვარდისფერი, მოაწითალო ატმისფერი, ვარდისფერ-ვერცხლისფერი, ბაცი-იასამნისფერი, ნისლოვანი ლილისფერი.
თბილი გამის მაკიაჟისთვის — კრემისფერ-ბეჟი, ატმისფერი, ღია ოქროსფერი.
ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ წითელი და ვარდისფერი ჩრდილი თქვენს მზერას ავადმყოფურ იერს შესძენს. ხშირად ”ანთებული თვალების” ეფექტი იმისგან ჩნდება, რომ წითელ ჩრდილთან ახლო კონტაქტისას (თუკი მას ზედა და ქვედა ქუთუთოზე მთლიანად და წამწამების კონტურზე წავისვამთ), თვალის თეთრი ნაწილიც თითქოს ვარდისფერდება. ამის არიდება არ გაგიჭირდებათ, თუკი თვალის ახლოს, სითეთრესთან ახლოს ცივი ტონის ჩრდილები წაისვამთ - თეთრო, ცისფერი, სალათისფერი, მწვანე.
მრავალფერი მაკიაჟისთვის აიღეთ კონტრასტული ფერის ჩრდილები (თვალებთან შედარებით), მაგალითად – რამდენიმე ელფერის ყავისფერი, მათ შორის მოწითალო-ყავისფერი. მათი გამოყენებით ზედა ქუთუთო შეღებეთ. ხოლო წამწამების ზრდის მიმართულებით ქვედა ქუთუთოზე მწვანე ჩრდილის ხაზი გაავლეთ. აქ თვალის ფერის შესაბამისი ტონალობის არჩევა აჯობებს.
კიდევ ერთი ვარიანტი: შეასრულეთ მაკიაჟი ერთ ფერში (ვთქვათ, რუხი), ხოლო შიდა ქუთუთოზე მწვანე ფანქარი წაისვით.