ავტრალიაში მანგოს სამი ახალი ჯიში გამოიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთს პოპ-მომღერალ კაილი მინოუგის სახელი უწოდეს. "ABC News"-ის ინფორმაციით, ამ ინიციატივის ავტორი ავსტრალიის ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების მინისტრი კონ ვატსკალისია.
"კაილის პატივსაცემად, მანგოს ახალ ჯიშს მისი სახელი დაერქმევა", - აღნიშნა მინისტრმა. მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში ის მომღერალს დასაგემოვნებლად ერთ კალათა ახალ მანგოს გაუგზავნის.
როგორც ვატსკალისმა აღნიშნა, ხილის ახალი ჯიშები მანგოს მოყვანის პროგრამის ფარგლებში გამოიყვანეს. პროგრამა რამდენიმე წელია ხორციელდება. ახალი ხილი "ჩვეულებრივი" მანგოსგან უფრო ნათელი ფერითა და მძაფრი გემოთი გამოირჩევა. მანგოს ახალი ჯიშების გაყიდვა 2012 წლიდან დაიწყება.
|