Marimekko – ეს გახლავთ დიზაინერული ბიურო, რომელიც ძალზედ მკვეთრსა და ნათელ ფერებში შესრულებულ პროექტებს ანხორციელებს. და აი, ეს ფინური კომპანია გაერთიანდა – Sharp–თან და ერთობლივი ძალებით გამოსცეს მობილური ტელეფონი, რომელიც – Sharp SH- 08B–ს ბაზაზეა შექმნილი და ხელმისაწვდომია – NTT Docomo–ს ქსელში. ტელეფონს ამ ბრენდისთვის დამახასიათებელი კლასიკური იერსახე აქვს, მაგრამ ჯერ–ჯერობით მხოლოდ იაპონიის გასაყიდ ქსელში მოიპოვება.