დღეს მინდა გაგაცნოთ ერთ–ერთი ევროპული ბრენდი, რომლის სახელწოდებაა Marmalato. საიდან გაჩნდა ეს სახელწოდება? ძალიან უბრალოდ – იტალიელი ახალგაზრდების საყვარელი დასასვენებელი ადგილი Marmalato–ს მთაა, შესანიშნავი კურორტი. ბრენდი კი გათვლილია ახალგაზრდა, მხიარულ, სიცოცხლით სავსე გოგონებზე, ამას თავადაც შეატყობთ, როდესაც კოლექციას გადაავლებთ თვალს. კოლექცია ძალზედ ფერადოვანია. ასე, რომ ბრენდი Marmalato, მთა Marmalato–ს სახელწოდებას ატარებს…
Marmalato accessories– ეს არაჩვეულებრივი აქსესუარებია, სადაც ძალიან ფართო არჩევანია: სამკაულების, ბრელოკების, თმის სამაგრების და ა.შ.. აქვე მინდა შეგატყობინოთ, რომ ბრენდი არა მარტო სამკაულებს აწარმოებს. მის მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქუდი, შარფი, ხელთათმანები, ქამრები… Marmalato–ს ფილოსოფიაა – მისი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და ყოველ დღე ბედნიერი. ერთ–ერთი ყველაზე მთავარი და აღსანიშნი ის ფაქტია, რომ ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქცია იაფია და ყველასათვის ხელმისაწვდომი. გათვლილია მასაზე. ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა თუ რატომ ღირს ესეთი ლამაზი სამკაული იაფი? პასუხი მარტივია – სამკაული მზადდება ფილიპინებში, იქ კი, როგორც ვიცით მომუშავე ხალხის დაქირავება ძალიან იაფი ჯდება. Marmalato–ს მაღაზიებში ძალიან მოსახერხებლადაა განთავსებული პროდუქცია – სტილისა და ფერების გემოვნებიანი შეხამებით. გთავაზობთ Marmalato accessories 2011 წლის ახალი საგაზაფხულო–საზაფხულო კოლექციის ფოტონაკრებს.