|
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 22 » მეგან ფოქსი და მისი მამაკაცები
14:58 მეგან ფოქსი და მისი მამაკაცები |
ბრაიან ოსტინ გრინი (2004 წლიდან დღემდე)
ბრაიანი, მეგან ფოქსის ამჟამინდელი მეუღლე, რომელმაც სერიალ "ბევერლი ჰილზ 90210"-ში მონაწილეობით გაითქვა სახელი, მსახიობმა 2004 წელს გაიცნო. მაშინ ის 18 წლის იყო, ბრაიანი კი 30- ის. მეგანის კეთილნაწყობის მოპოვება გრინს არ გასჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქორწინებიდან, მსახიობ ვანესა მარსილისგან 8 წლის ვაჟი კასიუსი ჰყავს.
თავიდან მსახიობები ხშირად შორდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ ისევ რიგდებოდნენ. 2009 წლის თებერვალში კი, როდესაც გრინმა და ფოქსმა დაშორების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს, პლანეტის მამაკაცთა 80%-მა შვებით ამოსიუნთქა. თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - 24 ივლისს ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე მეგან ფოქსისა და ბრაიან ოსტინ გრინის მოკრძალებული საქორწილო ცერემონია გაიმართა.
შაია ლა ბეფი (2007 წელი)
შაიასა და მეგანის რომანი "ტრანსფორმერების" გადაღების დროს დაიწყო. ამ ფილმის წყალობით მაშინ ჯერ კიდევ დამწყები მსახიობები მდიდრები და მსოფლიოში ცნობილები გახდნენ. ისინი ერთმანეთს თავისუფალ დროს ხვდებოდნენ: რესტორანში ან კინოში დადიოდნენ. ამ დროის მანძილზე მეგანი ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ ის და შაია მხოლოდ მეგობრები იყვნენ. თუმცა პაპარაცებმა მეგანს დილით ადრე სურათი მაშინ გადაუღეს, როდესაც ის შაიასთან ერთად ხელიხელგადახვეული შაიას სახლიდან გამოდიოდა. მაგრამ მათი ურთიერთობა უბრალო გართობა აღმოჩნდა.
ზაკ ეფრონი (2009 წელი)
თავის დროზე "საკაიფო მიუზიკლის" ვარსკვლავი ზაკ ეფრონიც მეგან ფოქსის საყვარლებში ირიცხებოდა. პირველად ერთად ისინი 2009 წლის იანვარში "ოქროს გლობუსით" დაჯილდოვების ცერემონიაზე ნახეს. ამ რომანს განსაკუთრებულ სიმწვავეს ის ფაქტი ანიჭებდა, რომ იმ დროს მეგანსაც და ზაკსაც საყვარლები ჰყავდათ. თუმცა ეს მათ ფლირტს სულაც არ უშლიდა ხელს. ერთ-ერთ ინტერვიუში მეგანმა განაცხადა: "ზაკ ეფრონს დესეტრის გარეშეც კი შევჭამდი. ვფიქრობ, რომ გემოთი ზაკი მარწყვის ორცხობილას ჰგავსო".
რობერტ პატინსონი (2009 წელი)
2009 წლის გაზაფხულზე, ბრაიან ოსტინ გრინთან ოფიციალურად დაშორების შემდეგ, მეგანი რობერტ პატინსონთან ერთად ნახეს. ეს ლოს-ანჯელესში სასტუმრო "Palihouse Hotel"-ში მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მეგანი და რობერტი სასტუმროს ბარში შუაღამემდე ისხდნენ და საუბრობდნენ. ამის შემდეგ ყველა მოუთმენლად ელოდა ჰოლივუდის ორი სექს-სიმბოლოს ურთიერთობის გნავითარებას. თუმცა ამ ამბავს ლამაზი დასასრული არ მოჰყოლია.
ჯოშ ბროლინი (2009 წელი)
2009 წელს მეგანს მსახიობ ჯოშ ბროლინთან რომანს მიაწერდნენ. ჯოშმა საჯაროდ განაცხადა, რომ რომანტიკულ ფილმში "ჯონ ჰექსი" მეგანთან სასიყვარულო სცენების გადღებების დროს დიდი სიამოვნება მიიღო. "ეს ძალიან სასიამოვნო იყო", - ამბობდა მსახიობი. თუმცა მეგანი მათი რომანის შესახებ გავრცელებულ ხმებს უარყოფდა და აცხადებდა: "ჯოში შესანიშნავია ადამიანია. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა, გადაღებების დროს ის ჩემთვის უფროს ძმასავით იყო
|
კატეგორია: StoRy |
ნანახია: 1194 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|