ჰოლივუდის ვარსკვლავი მეთ დეიმონი მესამე შვილის მამა გახდა. ამის შესახებ ჟურნალი "People" წერს.
გოგონა 20 ოქტომბერს ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩნდა. მას სახელად სტელა ზავალა დეიმონი დაარქვეს. მსახიობის პრეს-მდივნის განცხადებით, მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. დეიმონის ცოლი ლუჩიანა და ახალშობილი სტელა თავს კარგად გრძნობენ.
ადრე დეიმონმა განაცხადა, რომ ბიჭზე ოცნებობდა. მსახიობს 2 გოგო უკვე ჰყავს. 3 წლის იზაბელა და 2 წლის ჯინი. ამის გარდა, წყვილი ლუჩიანას 11 წლის გოგონას, ალექსას ზრდის. პატარა სტელა კი, ოჯახში მეოთხე გოგონაა.
დეიმონმა თავისი ამჟამინდელი მეუღლე 2003 წელს, მაიამიში გაიცნო. მათი ქორწილი კი 2005 წლის 9 დეკემბერს ნიუ-იორკში შედგა.
მომზადებულია People-ის მიხედვით .
|