12 აპრილს შედგა პრეზენტაცია კომპანია – Microsoft–ის 2 ახალი
პროდუქციისა – Kin One–ი და Kin Two, რომელიც მობილურ ტელეფონებს
წარმოადგენენ. ეს გახლავთ სენსორულ ეკრანიანი და QWERTY –ს კლავიატურიანი
მობილურები, რომლებიც ОС Windows Phone–ის სისტემაზეც მუშაობს და სოციალურ
ქსელზეც. მობილურები გათვლილია ახალგაზრდა (25 წლამდე) აუდიტორიაზე,
რომლებზეც შესაძლოა Facebook–ის, Twitter–ის, Windows Live –ისა და
MySpace–ის მიერთება. აპარატურული პლატფორმა – KIN — NVIDIA Tegra–სი აქვს
იგივე, რაც Microsoft Zune HD–ის.
Microsoft Kin One & Kin Two.
Microsoft Kin One.
Kin One–ი რომელიც ვერტიკალური სლაიდერითაა, ზომით შედარებით უფრო
პატარაა, აღჭურვილია 4 გეგაბაიტიანი მეხსიერებით, 5 მეგაპიქსელიანი
კამერით, mono speaker–ით, 3.5mm headphone jack–ითა და FM radio–თი.
Microsoft Kin One.
Microsoft Kin Two.
Kin Two – ჰორიზონტალური სლაიდერითაა, რომელსაც 8 მეგაპიქსელიანი კამერა,
LED flash–ი, stereo speaker–ი, 3.5mm headphone jack–ი და FM radio
გააჩნია.
Microsoft Kin Two.
Derek Snyder–ი – პროექტი – Kin–ის ერთ–ერთი მენეჯერი.
რაც შეეხება მათ გასაყიდ ქსელში გამოჩენას,
მაისში მათი შეძენა შესაძლებელი იქნება: გერმანიაში, იტალიაში, დიდ
ბრიტანეთსა და ესპანეთში, ხოლო ჩვენთან კი სიახლე, როგორც გვპირდებიან
შემოდგომაზე გამოჩნდება.