1 ივლისს ფილმი Monte Carlo მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაუშვეს. რა თანხის მოგროვება შეძლო ფილმმა ? რამდენად წარმატებული აღმოჩნდა პირველი დღეები ? როგორ აფასებენ მას კრიტიკოსები ? მონტე კარლომ 1 ივლისს - ფილმის გამოსვლის დღეს 3.1 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ბილეთის მყიდველთა 61 % 25 წელს ქვემოთ იყო. მაყურებელთა 82 % მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შეადგენდა. ვარაუდობდნენ, რომ შაბათ - კვირის განმავლობაში ფილმის შემოსავალი 10-11 მილიონამდე გაიზრდებოდა, თუმცა ფილმმა 3 დღეში მხოლოდ 7, 6 მილიონის ანაზღაურება მოიტანა, რითავ მეხუთე ადგილზეა ამ weekendის რეიტინგში. რაც შეეხება კრიტიკოსებს, მათმა უმრავლესობამ ფილმი ამგვარად შეაფასა : ''სისულელეა მაგრამ სასიამოვნო საყურებელი'' თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ ფილმში შეხვდა რამოდენიმე ემოციური ეპიზოდი, რასაც არ ელოდნენ. საბლოო ჯამში კი ფილმმა ზუსტად ისეთი შეფასებები მიიღო, როგორც The Lizzie McGuire Movie-მ.