მოსკოვში პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცის ხოაკინ კორტესის ვიზიტთან დაკავშირებით მრავალი ჭორი ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ხოაკინი 16 ნოემბერს "კროკუს სიტის" სცენაზე რუსი ოლიგარქის ვლადისლავ დორონინის საცოლე ნაომი კემპბელთან ერთად იცეკვებს, რომელიც მისი ყოფილი საყვარელია.
თავად სუპერმოდელი გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
ნაომი ამჟამად ლონდონში იმყოფება, სადაც თავად ხოაკინიც ხშირად ჩადის. პაპარაცებმა უკვე გადაიღეს ნაომი, როდესაც ის სარეპეტიციო დარბაზში შედიოდა, თუმცა კორტესი იქ არ უნახავთ.
"ცეკვა ძალიან მიყვარს, - ამბობდა ოდესღაც ნაომი, - და ბედნიერი ვარ, რომ ცეკვა კარგად გამომდის".
საიდუმლოს ფარდა მხოლოდ კონცერტზე აეხდება: მოცეკვავისა და სუპერმოდელის თაყვანისმცემლებს 16 ნოემბრამდე მოცდა მოუწევთ.