სუპერმოდელი ნაომი კემპბელი, რომელიც რუსეთის დედაქალაქში თავს უკვე ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, ბოლო დროს გარეგნობაზე სულ აღარ ზრუნავს. ამ დღეებში სუპერმოდელი ბუტიკის გახსნის ცერემონიაზე ცუდად დამაგრებული პარიკით მივიდა.
პარიკს მანეკენისთვის არაერთხელ უღალატია. როგორც ჩანს, სუპერმოდელს ვარცხნილობის წესრიგში მოყვანის დრო აღარ რჩება. ამჯერად პარიკის ქვეშ მას "ნოლზე გადაპარსული" თავი გამოუჩნდა. Dennis Basso-ს მაღაზიის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე სტუმრებიდან ნაომისთვის ამ მცირე უხერხულობის შესახებ არავის უნიშნებია.
კემპბელი ბუტიკის მეპატრონესთან ერთად ფოტოკამერების წინ თამამად პოზირებდა. ბუტიკის მფლობელმა მოდელს სიასამურის ბეწვით გაფორმებული ქურთუკი აჩუქა.
ნაომი ადრე ბუნებრივი ბეწვის ტარების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ის ამბობდა, რომ ბეწვის ქურთუკით სიარულს ქუჩაში შიშვლად გასვლა ერჩია, თუმცა რუსეთის ჰავამ და ვლადისლავ დორონინის გულუხვობამ შეხედულებები შეაცვლევინა.