მართლმადიდებლური სამყარო ყოველი წლის 19 იანვარს ნათლისღების ბრწყინველე დღესასწაულს აღნიშნავს. გილოცავთ ამ უდიდეს საუფლო დღესასწაულს და უფლის მარადიულ შემწეობას გისურვებთ!
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i205497_1.jpg)
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i205498_2.jpg)
ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელ იღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i205499_natlisgeba.jpg)
მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელ იღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i205500_natlisgeba3.jpg)
ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთი უდიდესია საუფლო დღესასწაულებს შორის. ამ დროს განცხადდა სამგვამოვნება წმინდა სამებისა – მამისა, ძისა და სული-წმიდისა: მამა ღმერთი სიტყვით ადასტურებდა ქრისტეს ღვთაებრიობას, ძე ღმერთი იორდანეში ნათელს იღებდა, სული-წმინდა კი გარდამოვიდოდა მტრედის სახით. სწორედ ნათლისღებისას გამოვლინდა საღვთო ბუნება იესო ქრისტესი, ამიტომ ამ დღეს ღვთისგანცხადებაც ეწოდება.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i205501_4.jpg)
ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i205502_untitled.jpg)
![Image Hosting [top100.ge]](http://srv4.imghost.ge/out.php/i205503_411520159327natlisgeba.jpg)
ნათლისღების კომპოზიციები უმეტესად ერთი იკონოგრაფიული სქემით გამოისახება: მაცხოვარი, იოანე ნათლისმცემელი და ანგელოზები, ცვლილება მხოლოდ ერთ დეტალშია: ზეციდან ან მაკურთხებელი მამის მარჯვენა და სხივი ჩამოდის, ან სულიწმინდის სიმბოლო – მტრედი.