რეჟისორ – Mark Romanek–ის ფილმი– „Never Let Me Go", რომელიც – Kazuo Ishiguro–ს ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი, აშშ–ს მაყურებელმა უკვე იხილა დიდ ეკრანებზე, თუმცა როგორც გვპირდებიან, ჩვენთან ფილმი ამ გაზაფხულზე გამოვა. ჟანრობრივად ფილმი რომანისა და დრამის ჟანრს განეკუთვნება, სადაც მონაწილეობას იღებენ მსახიობები: Keira Knightley (Ruth), Carey Mulligan–ი (Kathy), Andrew Garfield–ი (Tommy), Charlotte Rampling–ი (Miss Emily), Sally Hawkins–ი (Miss Geraldine) და სხვანი.
რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს, იგი შემდეგნაირია: ფილმის მთავარი გმირები: Ruth–ი, Kathy და Tommy ინგლისის ერთ–ერთ სკოლა–ინტერნატში არიან, სადაც ძალზედ მკაცრი და ცოტა არ იყოს უცნაური წესებია. მათ ყოველგვარი კავშირი ეკრძალებათ გარე სამყაროსთან. მხოლოდ ინტერნატის დატოვების შემდგომ ათვითცნობიერებენ ისინი, თუ რაა დედამიწაზე მათი ერთადერთი მისია – ეს ორგანოთა ტრანსპლანტაციისთვის უზრუნველყოფა და მომარაგებაა… გთავაზობთ ფილმის ამსახველ ფოტომასალასა და პოსტის ბოლოს დართულ ვიდეომასალას, რათა უფრო მეტი წარმოდგენა შეგექმნათ ფილმის ირგვლივ: