დღეს უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ნიკო გომელაური გარდაიცვალა. ის ცოტა თავისებური როგორც პოეტებს ჩვევიათ და უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდა იყო. რა თქმა უნდა როგორც ხდება ხოლმე ნიკო სიკვდილის შემდეგ უფრო დააფასეს ვიდრე მანამდე. დღეს თითქოს მოდაშიცაა თუ რომელიმე სოციალური ქსელის სტატუსად ან სკაიპის "ებაუთ მი"-ში დაწერ მისი ლექსების სტრიქონს. ჩემი აზრით თინეიჯერებში მისი ლექსებიდან ყველაზე პოპულარული სწორედ ეს ლექსია: ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს, აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია… აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი, აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი… აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში, აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ "ბებერი ალაზანში კიდია”… აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები… ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა პოპულარულია რადგან ძალიან მარტივი, სადა და რაც მთავარია თინეიჯერებისთვის გასაგები ენით არის მწარე რეალობა აღწერილი. შეიძლება პოპულარულია თუნდაც იმიტომ რომ რამდენიმე უწმაწური სიტყვაა გამოყენებული და მოგეხსენებათ დღეს ბიჭი მხოლოდ ამით კაცობს .. მიუხედავად ამისა კარგია რომ ეს სტრიქონები მაინც აქვთ თინეიჯერებს გააზრებული (იმედია) ნუ ყოველშემთხვევაში თბილისელებს მაინც. კარგია რადგან შექსპირის 66-ე სონეტს თუ არა იქნებ ამ ლექსს მაინც გადაავლონ თვალი ისიც იმიტომ რომ "ცვეტშია" და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ... ნიკო გომელაურის დანარჩენ ლექსებს რაც შეეხება ის ალბათ მოგვიანებით გაიგეს ახალგაზრდებმა. მაგალითად "ნანუკას შოუ"-ში გამოსვლის შემდეგ .. ან იმ ინტერვიუს შემდეგ რომელიღაც ჟურნალში რომ დაიბეჭდა.. იქნებოდა ეს "სარკე" "თბილისელები" "გზა" თუ სხვები .. ყოველთვის მიკვირდა როგორ უნდა წაეკითხა ადამიანს მსგავსი ჟურნალები .. იქ ხომ ჭორაობის მეტს არაფერს აკეთებენ მაგრამ როდესაც მოცლილი ხარ და თავს არ იკლავ არაფრით მაშინ გაერთობა კაცი. ხოდა როგორც ჩანს ჩვენს მოცლილ ახალგაზრდობას წაუკითხავს ნიკოს ინტერვიუ და კიდევ გაუგია რაღაც პატარ-პატარა ლექსები ... მერე ახალი სტატუსები წავიდა: ჩემი ქვეყანა სულგაშლილია… ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია… ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი… მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი… " დრო ყველაფრის მკურნალია მაგრამ ჩემი არა" და ა.შ. სამწუხაროა რომ გომელაური მხოლოდ ტელევიზიითა და პრესით გაიცნო დღევანდელმა თინეიჯერებმა .. გაიცნო ფილმით "ყველაფერი კარგად იქნება" და არა მისი რომელიმე სპექტაკლით.. დღეს ? დღეს თინეიჯერები იცით როგორ ფიქრობენ ? აი როდესაც ვინმე იტყვის რომ ნიკო გომელაურზე გიჟდება და მისი ლექსები უყვარს, პასუხობენ " ეს მაგარი იცით რა.. რომ მოკვდება მერე აფასებთ ყველასო" არადა დარწმუნებული ვარ რომ თვითონაც სწორედ მაშინ გაიგო ნიკო გომელაურის შესახებ მაგრამ როგორ გეკადრება ეს არ უნდა თქვას და სხვებს უნდა აყვეს... ეხლა ხომ ეს გამოთქმაც "ცვეტშია" აი ამ გამოთქმაზე კი მეც გავაკეთებ კომენტარს.. ის ნამდვილად უდავოა რომ ეს სიმართლეს შეესაბამება მაგრამ ნუ დავაბრალებთ რა მხოლოდ ქართველებს! შეეშვით ასეთი რაღაცეების თქმას " ნუ ეხლა ქართველები ხომ სანამ ვინმე არ მოკვდება ვერავის ვხედავთ და ვაფასებთ " რა შუაშია აქ ქართველობა. ეს ზოგადად ადამიანს ახასიათებს და არა მხოლოდ ქართველს.. ეს ყოველთვის ასე ხდება.. როგორც საქართველოში ისე უცხოეთში. კი ნამდვილად ცუდია მაგრამ ნუ იქნებით ასეთი უმოწყალო ქართველების მიმართ.. ის რაც ჩვენს ბუნებაშია წინ ვერ აღვუდგებით.. მართალია ქართველი უცხოელისგან სრულიად განსხვავდება ბუნებით მაგრამ კონკრეტულად ეს ფრაზა ალბათ მთელ მსოფლიოზეა ნათქვამი.. მხოლოდ ქართველები კი არაფერ შუაში ვართ. ეს საზოგადო ჭირია რომელსაც ადამიანი ალბათ ვერც გადაეჩვევა.. რაღა ცნობილი სახე მოგვყავს მაგალითად. თუნდაც თქვენი ახლობელი ავიღოთ .. როდესაც დაკარგავთ მხოლოდ მაშინ არ ხვდებით თუ როგორ დაგაკლდათ ? თუ როგორ ვერ აფასებდით ? ეს ნამდვილად ასეა და კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ დააბრალებთ ამას ქართველობას .. ეხლა კი ნიკო გომელაურის იმ ლექსს გადავხედოთ, რომელიც თითქოს მართლაც ბოლო ლექსი იყოს .. თითქოს სიკვდილის წინ დაეწეროს.. რადგან დღეს მართლაც ისე ხდება როგორც ნიკომ ლექსსში აღწერა. "არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლასო" თქვა და ასრულდა კიდეც რადგან დღეს ის კვლავ რჩება უამრავი ადამიანის გულში,,, მისი ლექსები კი კვლავ ხდება ბევრისთვის იმედის მომცემი და სწორ გზაზე დამაყენებელი. მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა ეს რა კარგი გამიზრდია შვილი და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ. პირველად რომ დამიკერა ღილი. როცა წავალ,გაიხსენებს მამაა პირველად რომ მნახა უკვე დიდი კარგია რომ არ გამათამამა კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი მთვარია ვიქნებოდით ერთად. მე არვიცი რას იფიქრებს შვილი ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც რას იტყვიან ძმები წავალ როცა, ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას კარგი არ უკეთებია თითქმის თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას ქალებს,შვილებს,შემიანებს,მასას მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას … P.S. დღეიდან თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფილმი ნიკო გომელაურზე. [საქართველოს კინოთეატრებში]
|