გთავაზობთ მცირე ფოტოკლაჟს, სადაც Manchester–ში, კერძოდ – Cathedral Gardens–ში მდებარე ‘pop-up’ ბარი გახლავთ რომლის სახელწოდებაცაა – North Pole Bar–ი. ბარის მყუდროსა და მომხიბვლელ ინტერიერს ამშვენებს: ნატურალური შალის მასალისგან შექმნილი ფარდაგები, ფუფმფულა გადასაფარებლები, მოგუზგუზე ბუხარი და კიდევ ბევრი ისეთი რამ რაც განსაკუთრებულ რომანტიკასა და თბილ გარემოს შეუქმნის მომხვდურთ, კარს მომდგარი სუსხიანი და ცივი ზამთრისგან თავის გასარიდებლად.