ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას, როგორიც 'Oscar'-ის დაჯილდოების ცერემონიაა, არ უნდა უხდებოდეს სხვა პროგრამებთან კონკურენციის გაწევა, განსაკუთრებით სპორტულ პროგრამებთან, რომლებსაც საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს. ჩვეულებრივ 'Oscar'-ის დაჯილდოების ცერემონია მარტში იმართება, მაგრამ ამჯერად მას ფეხბურთის ფინალური შეხვედრები ემთხვევა. ამერიკელმა კინოაკადემიის წევრებმა დაიწყეს ლაპარაკი 'Oscar'-ის დაჯილდოების ცერემონიის გადატანაზე - იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში. ერთადერთი პრობლემა შეექმნებათ იმათ, ვინც ვერ მოასწრებს თავიანთი ფილმების დროულად გადაცემას. თავიანთ მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით აკადემიის წევრები ინტერნეტით გაგვაცნობენ.
|