» საიტზე დარეგისტრირებული სულ: 756 თვის განმავლობაში: 0 კვირის განმავლობაში: 0 გუშინდელი: 0 დღევანდელი: 0 »მათ შორის საიტის ადმინი: 4 სერვერის ადმინი: 3
მოდერები: 8 მომხმარებელი: 0 მნახველი: 737 » მათ შორის კაცი: 103 ქალი: 653
ჩვენი გამოკითხვა
Player
Social
Popular Videos
მთავარი » 2010»ოქტომბერი»22 » პლანეტის ყველაზე სექსუალური ტუჩები ანჯელინა ჯოლის აღარ ეკუთვნის
20:10
პლანეტის ყველაზე სექსუალური ტუჩები ანჯელინა ჯოლის აღარ ეკუთვნის
ანჯელინა ჯოლის სქელი ტუჩები რამდენიმე წლის განავლობაში პლანეტის ყველაზე სასურველ ტუჩებად მიიჩნეოდა და მილიონობით ქალი პლასტიკურ ქირურგიას სწორედ იმის გამო მიმართავდა, რომ მათაც ანჯელინას მსგავსი ტუჩები ჰქონოდათ. თუმცა მსახიობის ტუჩები უმრავლესობას სექსუალურად აღარ ეჩვენება. ახლა სხვა მოდაა.
ჟურნალ "In Style"-ის მიერ გამოქვეყნებულ ყველაზე ლამაზი ტუჩების რეიტინგში ანჯელინა ჯოლი მეხუთე ადგილს იკავებს.
"მისი სილამაზე მოძველდა, ხალხს ახალი იდეალები სჭირდება და ყურადღების ცენტრში სხვა მსახიობები ექცევიან, - განაცხადა ჟურნალის რედაქტორმა, - ენჯი, რომელმაც გადაწყვიტა, ყოველ წელს ახალი ბავშვი გააჩინოს და იშვილოს, ხალხს საინტერესოდ აღარ მიაჩნია, უინტერესო პერსონაჟი კი არ შეიძლება სიმბოლო იყოს".
2010 წლის ყველაზე ლამაზი ტუჩების პატრონი ინგლისელი კირა ნაიტლია, "კარიბის ზღვის მეკობრეების" 24 წლის ვარსკვლავი.
რეიტინგში მეორე ადგილი ჯესიკა ალბამ დაიკავა, მესამე კი - ბიონსემ. მეოთხე ადგილის მფლობელი სკარლეტ იოჰანსონი გახდა. ანჯელინა ჯოლი კი მეხუთე ადგილს დასჯერდა