|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 6 » პრედ პიტი ქალიშვილს ბოევიკში გადასაღებად ”ამზადებს”
16:42 პრედ პიტი ქალიშვილს ბოევიკში გადასაღებად ”ამზადებს” |
ბუდაპეშტის ერთ-ერთ პარკში პაპარაცებმა გულისამაჩუყებელი სურათი გადაიღეს: ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ქალიშვილს ატრაქციონზე ართობდნენ. ოთხი წლის შაილო-ნუველი ატრაქციონ "Zip Wire"-ით აღფრთოვანებული იყო. პარკში ბავშვმა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით თოკის ლაბირინთში და ბეწვის ხიდზე გაიარა.
შაილოს 7 წლის ძმა პეკსიც შესცქეროდა, 5 წლის ზახარა კი ატრაქციონს ახლოსაც არ გაეკარა.
ამჟამად ჯოლი და პიტი თითქმის მთელ დროს ევროპაში ატარებენ: ანჯელინა უნგრეთში თავის სადებიუტო ფილმს იღებს.
პიტი კი ახლახან დაბრუნდა ნიუ-იორკიდან, სადაც მულტფილმ ”მეგა-ტვინის” პრემიერას ესწრებოდა. მულტფილმში მსახიობი ერთ-ერთ პერსონაჟს ახმოვანებს.
|
კატეგორია: ვარსკლავები |
ნანახია: 808 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|