ესპანელმა დიზაინერმა – Elia Felices–მა განახორციელა პროექტი, რომელიც ბარსელონაში, კერძოდ – Mataróში არსებულ, სათამაშოების მაღაზიია – Pilar’s Story–ს ინტერიერის დიზაინს წარმოადგენს. ეს გახლავთ 170 კვ.მ–ზე განთავსებული ნაგებობა, სადაც კლასიკური ვიტრინის მიღმა, ზედმიწევნით გემოვნებით შექმნილ ინტერიერში, ყველა სახეობის მიმზიდველ სათამაშოს სთავაზობენ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს და უამრავ საინტერესოსა და ჯადოსნური წუთების განცდას ჰპირდებიან.
|