ჯერ კიდევ 2008 წელს ჯიმ ჰენსონის კომპანიამ დაგეგმა გადაეღო ფილმი ”თოჯინების მკვლელობები”, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ფილმის გადაღებები არ დაიწყო. ახლა ფილმის გადაღების უფლება კომპანია Lionsgate-მა მოიპოვა. ფილმს გადაიღებს ჯიმ ჰენსონის შვილი - ბრაიან ჰენსონი. ფილმი მოგვითხრობს სამყაროზე, სადაც ადამიანები და თოჯინები ერთად ცხოვრობენ. უცნობი ბოროტმოქმედები კლავენ რამოდენიმე სათამაშოს, სათამაშოების შოუდან ”ბედნიერი ბანდა”. ორი გამომძიებელი - ადამიანი და თოჯინა, ერთად იძიებენ საქმეს. შემქმნელები იუწყებიან, რომ თოჯინების მიუხედავად, ფილმი განკუთვნილია უფროსებისთვის.
|