ბრიტანეთის პრინცმა William–მა, პრინც Charles და გარდაცვლილი პრინცესას დიანას უფროსმა შვილმა, როგორც იქნა გამოაცხადა მისი ნიშნობის შესახებ. 28 წლის პრინცი შეყვარებულს რვა წელი ხვდებოდა. პრინცი თვლის, რომ Kate Middleton–ი სწორედ ის ქალია, რომლის გვერდზეც მას სურს თავისი ცხოვრების გატარება. William–მა Kate–ი 2001 წელს გაიცნო, ისინი ერთად სწავლობდნენ შოტლანდიის უნივერსიტეტში. 2002 წელს მათ შეხვედრა დაიწყეს. დეტალები ქორწილის შესახებ ჯერ–ჯერობით უცნობია. მხოლოდ ის ვიცით, რომ ქორწილი ლონდონში ჩატარდება. დანარჩენ ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ…
გვაცნობებენ, რომ პრინცს სურს მოკრძალებული დღესასწაულის მოწყობა. იგი წინააღმდეგია ვესტმინსტერის სააბატოში დაქორწინების (ტრადიციულად აქ ტარდება ინგლისის მონარქთა კორონაციისა და დაკრძალვის ცერემონიები), ვინაიდან სწორედ ამ ტაძარში 13 წლის უკან მიმდინარეობდა პრინცის დედის ლედი დიანას დაკრძალვის ცერემონია.