გთავაზობთ ფილმის „The Beaver"–ის თრეილერს, რომელშიც მთავარ როლებს
ასრულებენ Mel Gibson–ი და Jodie Foster–ი. ფილმის ჟანრია დრამა. მისი
პროდიუსერი გახლავთ Steve Golin–ი. ფილმის ბიუჯეტი შეადგენს 20 მილიონს.
პრემიერა შესდგება 2011 წლის, იანვრის თვეში…
ჩვენს წინაშეა ოჯახური დრამა. სათამაშოების კომპანიის დირექტორს
უამრავი პრობლემები და უსიამოვნებები გაუჩნდა, როგორც სამსახურში ასევე
სახლში. სასოწარკვეთილი მამა ფიქრობს თვითმკვლელობაზე, მაგრამ ბოლო
მომენტში იგი ყურადღებას აქცევს სათამაშოს. მალე სწორედ ის სათამაშო
დაეხმარება ბიზნესმენს პრობლემების მოგვარებაში.