"კომედი შოუს" მსახიობმა ვახო ბიჭიკაშვილმა, რომელსაც ტელემაყურებელი "დუბლიონკიანი" კასპელი ზაურას პერსონაჟით იცნობს, რამდენიმე დღის წინ ცოლი შეირთო. ბიჭიკაშვილის რჩეული ჟურნალისტი სოფო რევია გახლავთ, თუმცა ჯერჯერობით სპეციალობით არ მუშაობს. "ყველა სიახლე" ვახო ბიჭიკაშვილს დაუკავშირდა.
- ვახო, გილოცავთ დაქორწინებას! - მადლობა, გენაცვალე. გაიხარე. - სად გაიცანი სოფო? - სოფო თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანი რამდენიმე წლის წინ. ვმეგობრობდით, შემდეგ შემიყვარდა და 3 წელი შეყვარებულები ვიყავით.