–– რა დაგემართა გოგო რას წივიხარ? გული გაგვისკდა, ყველაფერი კარგადაა? ისე რად უნდოდა კითხვა, ისედაც ეტყობოდა, სახეზე თვალები უბრწყინავდა სიხარულისგან. ხუთი წუთი ვიჯექით მე და თაკო და ველოდებოდით როდის დაწყნარდებოდა ანა და ყველაფერს აგვიხსნიდა.
–– ეხლა გვეტყვი რა მოხდა? ვთქვი მე და მის პასუხს ველოდებოდი.
–– ნათთ იცი რა თქვეს ტელევიზორში? რომ ჯასტინი ჩამოდის აქ, NEW YORK–ში ერთი თვით. ამ სიტყვის დამთავრების დროს მე და თაკოც ავყვირდით და სიხარულით ერთმანეთს მოვეხვიეთ –– და ან როდის ჩამოდის? ვკითხე მე და თვალებში შევციცინებდი, ძაან მაინტერესებდა რას მიპასუხებდა.
–– ზეგგგ ... აუ რა მაგარი იქნებაა.
–– ხოო იმედია მალე გავა ეს ორი დღე. დაამატა თაკომ.
–– კაი აბა გოგოებო გვიანია და დავწვეთ. ვთქვი მე, მაგრამ ვის ვატყუებდი მაინც ვერ დავიძინებდით, ისე გაგვიხარდა ეს ამბავი რომ ემოციებს ვერ ვთოკავდით, ცოტა ხანში კი მართლა დავიღალეთ და დაძინება გადავწყვიტეთ.