პოპულარულ ჟურნალ People-ის მიერ ჩატარებული რეიტინგით, აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა საუკეთესოდ ჩაცმული ადამიანია. People-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მიშელ ობამამ შეძლო განსაკუთრებული სტილის შექმნა, სადაც ჰარმონიულად არის ერთმანეთთან შერწყმული ისეთი დემოკრატიული ლეიბლები, როგორც Gap-ი და გლამურული დიზაინერების, მაგალითად ნარცისო როდრიგესის მიერ შექმნილი ტანსაცმელი. გარდა მიშელისა, რომელმაც ნომინაციაში ” ღირსეული გლამური” მოიგო, გამომცემლობამ რამდენიმე პოპულარული მსახიობიც დაასახელა.
კეიტ უინსლეტი - ” მის წითელი ხალიჩა” ვანესა ხაჯენსი - ”მის ხიპი” რის უიზერსპუნი - ”საუკეთესო მოკლე კაბა” კამერონ დიასი - ”საუკეთესო ჯინსი” მიშელ ობამა - ”ღირსეული გლამური” ფრიდაპრინტა - ”საუკეთესო ფერები” ტეილოლ სვიფტი - ”მის მომხიბვლელობა” ნიკოლ რიჩი - საუკეთესო ტანსაცმელი ორსულებისთვის ბიონსე - ”ქუჩის შიკი” კიმ კარდაშანი - ”საუკეთესო ბიკინი”
მამაკაცებს შორის ყველაზე მოდურებად ბრედ პიტი, რობერტ პეტერსონი და ბრედლი კუპერი დასახელდნენ. გარდა ამისა, განსაზღვრეს ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ცნობილი ადამიანებიც. ჟურნალის ექსპერტების აზრით, 2009 წელს ამ ნომინციაში პირველი ადგილი პოლა აბდულმა და რენე ზელვეგერმა დაიკავეს.
|