2011 წლის გაზაფხულის დადგომისთანავე თქვენ შეძლებთ იხილოთ რეჟისორ – Catherine Hardwicke–ის მიერ წარმოდგენილი ახალი ფილმი, რომლის სახელწოდებაცაა – „Red Riding Hood"–ი („წითელქუდა"). ფილმის პროდიუსერია – Leonardo DiCaprio, მუსიკის ავტორი – Brian Reitzell–ი. ფილმში როლებს ანსახიერებენ მსახიობები: Amanda Seyfried–ი (Valerie), Virginia Madsen–ი (Suzette), Billy Burke–ი (Cesaire), Julie Christie (ბებია), Gary Oldman (Solomon), Michael Shanks–ი (Adrien Lazar), Shiloh Fernandez–ი (Peter), Max Irons–ი (Henry) და სხვანი.
რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს, იგი შემდეგნაირია: ახალგაზრდა და მომხიბვლელ გოგონა – Valerie–ს (Amanda Seyfried–ი) Peter–ი (Shiloh Fernandez–ი) უყვარს, თუმცა მშობლებს სურთ იგი მდიდარ – Henry–ზე (Max Irons–ი) დააქორწინონ. იმისათვის, რომ მათი განშორება არ მოხდეს, Valerie და Peter–ი გაქცევას გადაწყვეტენ, თუმცა ისინი შეიტყობენ, რომ – Valerie–ს უფროსი და მაქციის მიერ იქნა მოკლული, რომელიც იქვე, ახლომდებარე უღრან ტყეში ბინადრობს, რომელთანაც იქ მცხოვრები ადამიანები, აქამდე ცხოველთა ყოველთვიური მსხვერპლშეწირვით აგვარებდნენ პრობლემას, რაც მაქციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ადამიანის შეწირვა მოითხოვა.
სოფლის მცხოვრებნი მაქციის წინააღმდეგ გალაშქრებას დააპირებენ, რაშიც დახმარების აღმოჩენას სახელგანთქმულ მონადირე – Solomon–ს (Gary Oldman–ი) სთხოვენ. Solomon–ის ჩამოსვლა ფრიად უჩვეულო მიმართულებას აძლევს საქმის მსვლელობას, რადგანაც იგი ირწმუნება, რომ მაქცია, რომელსაც დღისით ადამიანის სახე შეუძლია მიიღოს, შესაძლებელია ნებისმიერი მათგანი იყოს.
ყოველივე ამის მიღმა, კი – Valerie–ს ეჭვი შეიპყრობს, რომ საზარელი მაქცია სწორედ ისაა, ვინც მისი რჩეულია. ქალაქს პანიკა მოიცავს. Valerie ათვითცნობიერებს, რომ რაღაც უხილავი ძაფები სულ უფრო და უფრო აკავშირებს მას მაქციასთან, რის მიღმაც იგი ერთდროულად იქცა ეჭვმიტანილადაც და სატყუარადაც… თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამის შესახებ ფილმიდან შეიტყობთ, ხოლო მანამ, კი თვალი გადაავლეთ ფილმის ამსახველ ფოტომასალასა და პოსტის ბოლოს დართულ ვიდეოებს: