ცნობილი მომღერალის და მოდელის Rihanna–ს ფოტოსესია და ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალ «Interview»–ში. ინტერვიუში მომღერალმა ისაუბრა მის ცხოვრებაზე, გეგმებზე და პრინციპებზე. მომღერალმა განაცხადა, რომ ჯერ არ ფიქრობს შვილის გაჩენაზე. იგი თვლის, რომ როდესაც ამის დრო მოვა თავად მიხვდება. ფოტოსესია გადაიღო ფოტოგრაფმა Mikael Jansson–მა. ფოტოგრაფს ფოტოსესიის დროს უყვარს მოდელების ლამაზი ტანსაცმლით ფოტოგრაფირება. ამჯერადაც ფოტოგრაფმა Rihanna ძალიან ბევრი მოდური და ცნობილი ბრენდის სამოსით აღბეჭდა ფირზე, მაგალითად გამოყენებული იყო ისეთი ცნობილი ბრენდების მიერ შექმნილი ტანსაცმელი, როგორებიცაა: Chanel, Dior, Calvin Klein, Louis Vuitton, Bvlgari, Lanvin, Cartier, Miu miu, Valentino და ა.შ..