|
მთავარი » 2011 » იანვარი » 3 » როგორ ემზადებიან ვარსკვლავები დღესასწაულებისთვის
13:39 როგორ ემზადებიან ვარსკვლავები დღესასწაულებისთვის |
წინასაახალწლოდ ზოგი დიეტაზეა, ზოგი თმას იჭრის და იღებავს, ზოგიც კი სპა-პროცედურებს იტარებს. საინტერესოა, რა ზომებს მიმართავენ ცნობილი ადამიანები სადღესასწაულოდ იმისათვის, რომ თვალისმომჭრელები იყვნენ?
პოპულარული მსახიობი შარლიზ ტერონი ცობილია თავისი პრეტენზიულობით. ის დღის სინათლეზე წინასწარ მოუმზადებლად არასდროს გამოდის. მსახიობი მცირედით არასდროს კმაყოფილდება და აგერ უკვე მერამდენე წელია სადღესასწაულო სეზონს სახეზე ალმასის პილინგით იწყებს. ალმასის პილინგს გერმანული კოსმეტიური კომპანია Babor-ის პროცედურები მოსდევს.
ზოგიერთი ქალბატონი დღესასწაულის წინა დღეებში ტუჩებზე კოლაგენის ინექციას იმატებს. მათ შორისაა მომღერალი ჯესიკა სიმფსონი. მომღერალი ამ პროცედურას ცუდი განწყობის და დეპრესიის წინააღმდეგ საიდუმლო იარაღს უწოდებს.
მსახიობი ენ ჰეთევეი ყოველთვის პოულობს დროს მანიკიურის და პედიკიურის გასაკეთებლად. ამ პროცედურას თან უნდა ახლდეს პარაფინის ნიღაბი ლავანდის და აღმოსავლური სანალებლების დამატებით. ხოლო ფრჩხილის ლაქის ფერი აუცილებლად წითელი უნდა იყოს.
კეტრინ ზეტა ჯონსი ნატურალური პროდუქტების თაყვანისმცემელია და იგი წვეულებებისთვისაც ამავე პრინციპით ემზადება. ჯერ აბაზანას იღებს სახლის სკრაბით, რომელიც მომზადებულია თაფლისა და ზღვის მარილისგან. შემდეგ თმას სახლში დამზადებული შამპუნით იბანს. მასში შერეულია ლუდი და თაფლი. "მართალია ამის შემდეგ თავზე ლუდის კასრის სუნი ამდის, მაგრამ ეს თმებისთვის ძალიან სასარგებლოა", - ამბობს მსახიობი. ლუდის სუნის გაქრობაში კი მას ფრანგული სუნამოები ეხმარება, რომელსაც კეტრინს მეუღლე ყოველ ახალ წელს ყიდულობს.
ბრიტნი სპირსი უპირატესობას შემდეგ პროცედურას ანიჭებს: ჭიქა რძეში მოვათავსოთ 3-4 ყინულის ნატეხი, შემდეგ სითხეში დავასველოთ ბამბის საფენი. ამის შემდეგ კი ისინი თვალებზე 10 წუთით დავიფინოთ. სიწითლე მაშინვე გაქრება.
დიზაინერი ტომ ფორდი უფრო რადიკალურ ხერხს გვთავაზობს: "როცა თქვენ აბაზანას იღებთ, თვალებზე ცივი დიეტური კოლით გაჟღენთილი ბამბის საფენები დაიდეთ".
მსახიობი და ნამდვილი ლამაზმანი კეიტ ჰადსონი დიდ ყურადღებას უთმობს ვარცხნილობას. დღესასწაულის წინ იგი ცდილობს ახლებური ვარცხნილობა ჰქონდეს. მისი თქმით, ეს მეთოდი უსიტყვოდ მოქმედებს. თუკი მაკიაჟისთვის ძალიან ცოტა დრო გაქვთ, კეიტი გირჩევთ ცნობილი "smokey eyes" ეფექტით მხოლოდ თვალები გამოკვეთოთ. ამისათვის საფირონის ელფერიანი ჩრდილები გამოდგება.
მსახიობი ჯენიფერ ენისტონი სადღესასწაულოდ განსაკუთრებულ ყურადღებას თმას და კანის ფერს ანიჭებს. ჯენიფერს დახვეული თმა მოსწონს და დღესასწაულებზეც ამგვარ ვარცხნილობას იკეთებს ხოლმე. თმა უნდა დაიხვეს ძირიდან და "კულულები" ნელნელა უნდა მსხვილდებოდეს. რაც შეეხება სახის კანის ფერს, ცნობილია, რომ მსახიობი ხელოვნურ ნარუჯს იყენებს. ჯენიფერი ზამთარშიც ისე გამოიყურება, თითქოს გუშინ დაბრუნდა ზღვიდან.
ამერიკელ სუპერმოდელ სინდი კროუპფორდს სადღესასწაულო წვეულებებზე წყლის ნაცვლად სპეციალური რძე მიაქვს. რძეში წვიმის წყალია შერეული. კროუპფორდის აზრით, ეს ყველაზე საუკეთესო დამატენიანებელია.
სუპერმოდელი კლაუდია შიფერი, ცნობილია თავისი რკინისებური დისციპლინით. შობამდე და ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე მოდელი აუცილებლად ექსპრეს-დიეტას იცავს. ხილის წვენი, თხილი და იოგურტი საუზმეზე. სამარხვო წვნიანი, ცეხვილი პური და წვენი - სადილზე; ხოლო ვახშამზე ატრია და წყალმცენარეები. მოდელის თქმით ამ დიეტით მან 8 კგ. დაიკლო და წვეულებაზე მისული მისი მეგობრები კომპლიმენტებს არ იშურებდნენ.
|
კატეგორია: ვარსკლავები |
ნანახია: 1531 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|