Rolls-Royce Apparition-ი ეს გახლავთ ახალგაზრდა – Jeremy Westerlund–ის მიერ შემუშავებული ავტო–კონცეპტი, ვინაც დალასში ცხოვრობს და ჯერ კიდევ დიზაინერული სკოლის სტუდენტია. ავტომობილი გეომეტრიულად მკვეთრი სწორხაზოვნებით გამოირჩევა, მას საკმაოდ დიდი ძარა (მისი სიგრძე 7 მეტრია) და 23 დიუმიანი, მაკაგონის ხის მასალით ინკრუსტირებული საბურავები აქვს.
ავტორს ეს იდეა ჯერ კიდევ მაშინ მოაფიქრდა, როცა იგი მხატვრობას ეუფლებოდა. მას იმთავითვე სურდა შეექმნა რაღაც ისეთი, სადაც ხაზგასმული იქნებოდა გარდასული ეპოქის ელემენტებიც, რასაც თანამედროვესაც მიუსადაგებდა. მაგალითად, მძღოლი განყენებულად წინ (როგორც ეს თუნდაც ეტლებს ან ძველი დროის ავტომობილებს შეესაბამებოდა) და მგზავრები უკან. გარდა იმისა, რომ – Rolls-Royce Apparition-ს ძალზედ უცნაური და ამავდროულად ორიგინალური დიზაინი აქვს, იგი ულტრა–ფუფუნების საგნადაცაა მოხსენიებული.