ხუთშაბათი, 02.05.2024, 15:08
WwW.WhatWeLove.Tk
მოგესალმები Guest | RSS
საიტის მენიუ
profile
მოგესალმები Guest


ჯგუფი: Гости
საიტზე ხარ: -ე დღე

სიახლის დამატება
პროფილის შესწორება
ჩემი პროფილი
Pm ( )
გამოსვლა

      სექციის კატეგორიები
      შავი წარსული
      ჭორები თუ რეალური ამბები?
      Justin Bieber
      მობილურისთვის
      ფოტოსესიები
      ახალი ამბები
      ვარსკლავები
      StoRy
      ვარცხნილობა
      ფეხსაცმლები
      ქართველები
      პრიკოლები
      თამაშები
      კონკურსი
      მუსიკები
      ვიდეოები
      ფოტოები
      დიზაინი
      გურმანი
      ფილმები
      ბუნება
      Fashion
      Miley cyrus
      სტატისტიკა
      » საიტზე დარეგისტრირებული
      სულ: 756
      თვის განმავლობაში: 0
      კვირის განმავლობაში: 0
      გუშინდელი: 0
      დღევანდელი: 0
      » მათ შორის
      საიტის ადმინი: 4
      სერვერის ადმინი: 3
      მოდერები: 8
      მომხმარებელი: 0
      მნახველი: 737
      » მათ შორის
      კაცი: 103
      ქალი: 653
      ჩვენი გამოკითხვა
      საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
      Всего ответов: 1407
      Player
      Social
      Popular Videos
      მთავარი » 2011 » იანვარი » 18 » საახალწლო ლექსები
      14:15
      საახალწლო ლექსები
      ნაძვის ხეო

      ნაძვის ხეო,
      ნატვრის ხეო,
      გული ლხენით აგვივსეო.
      ნუ დაგვღალე,
      თოვლის ბაბუ,
      საჩუქრები გვაღირსეო.

      გივი ჭიჭინაძე

      საახალწლო

      თოვლმა უცებ დაბურა
      მინდორი თუ კორდი,
      თოვლის თეთრი ბაბუა
      საჩუქრებით მოდის.
      ათასფერად ბრიალებს
      ჩვენი ნაძვის ხეო.
      დადგა მღერა-სიცილით
      ახალი წლის დღეო.

      ანზორ აბულაშვილი

      ცეკვით, სიმღერით,
      სიცილ-კისკისით
      მომილოცია
      ახალი წელი!
      მომაქვს ციგები,
      მომაქვს გუნდები,
      მაჭახელების
      ჭახან-ჭახანი!
      მაღალი ნაძვის
      მწვანედ ღაღანი,
      მწვანე ნაძვივით
      რწმენა მაღალი,
      რომ ამ მიწაზე
      აღარ იქნება
      წყარო დამშრალი,
      ნერგი გამხმარი.
      გულს გაგვიხარებს
      შრომის სიმღერა,
      წარმატებები
      ახალ-ახალი
      და საქართველო
      გახდება მალე
      მართლაც ზღაპრული
      მხარე ბაღნარი

      გივი ჭიჭინაძე[/b]

      გილოცავ!

      გილოცავ!
      გილოცავ!
      ახალ წელს გილოცავ.
      შენ -
      ვისაც სამშობლო გიყვარს...
      გელა ხარ!
      თინა ხარ!
      შოთა ხარ!
      ცირა ხარ!
      ეს სულერთია -
      ვინ ხარ.

      ახალი წელია...
      თოვლიც გვესალმება...
      თოვლიც გვესალმება ციდან...
      - ცრემლები?!
      - ცრემლებზე - ბოდიში!
      - ღიმილი?!
      - ღიმილი -
      რამდენიც გინდა...

      ბავშვებო!
      თქვენსავით
      მეც ვიყავ მოსწავლე...
      მე დღესაც არ ვსწავლობ განა?!
      ამიტომ ერთმანეთს,
      ამიტომ ერთმანეთს
      ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა...

      გვიყვარდეს სამშობლო,
      სიმართლე გვიყვარდეს,
      გვიყვარდეს,
      გვიყვარდეს წიგნი...
      რაც უნდა ისურვო,
      რაც უნდა ინატრო, -
      ესაა ყველაზე დიდი.

      გილოცავ!
      გილოცავ!
      ახალ წელს გილოცავ.
      შენ -
      ვისაც სამშობლო გიყვარს...
      ზაზა ხარ!
      ლაშა ხარ!
      ვაჟა ხარ!
      ნინო ხარ!
      ეს სულერთია -
      ვინ ხარ!

      მუხრნ მაჭავარიანი

      მიმაგრება: სურათი 1
      კატეგორია: StoRy | ნანახია: 4629 | დაამატა: aknakuna | რეიტინგი: 4.0/2
      სულ კომენტარები: 0
      კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
      [ რეგისტრაცია | შესვლა ]
      შესვლის ფორმა
      რეგისტრაცია პაროლის აღდგენა
      კალენდარი
      «  იანვარი 2011  »
      ორსამოთხხუთპარშაბკვ
           12
      3456789
      10111213141516
      17181920212223
      24252627282930
      31
      Demi's Tweets
      Top 10 News
      ლევან ჯიბღაშვილი
      კომენტარები: 2 ნანახია: 41604
      fexsacmelebi
      კომენტარები: 4 ნანახია: 12130
      თხოვნები <3
      კომენტარები: 307 ნანახია: 10956
      Tovlis babu,saaxalwlo sachuqari,saaxalwlod mowyobili saxlebi:)
      კომენტარები: 4 ნანახია: 7539
      ნახეთ რა დაპოსტა ტვიტეზე ჯასტინმა
      კომენტარები: 3 ნანახია: 7348
      Megan Fox Street Style
      კომენტარები: 1 ნანახია: 7104
      UGG
      კომენტარები: 2 ნანახია: 6867
      marita janashia
      კომენტარები: 0 ნანახია: 6761
      Strange Shoes (Part 1)
      კომენტარები: 2 ნანახია: 6723
      3D Tags
      ჩანაწერების არქივი
      საიტის მეგობრები
      მინი-ჩეთი
       
      500
      სტატისტიკა
      ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]
      სულ ონლაინში: 1
      სტუმარი: 1
      მომხმარებელი: 0
      უფლებები დაცულია ქისოსგან