|
მთავარი » 2011 » იანვარი » 6 » სანდრა ბალოკი და რაიან რეინოლდსი ახალ წელს ერთად შეხვდნენ
14:22 სანდრა ბალოკი და რაიან რეინოლდსი ახალ წელს ერთად შეხვდნენ |
შარშან სანდრა ბალოკი და რაიან რეინოლდსი საყვარელ ადამიანებს დაშორდნენ. სანდრამ ჯესი ჯეიმსი მიატოვა - ქმარი სანდრას დიდი ხნის მანძილზე ღალატობდა. მოგვიანებით რეინოლდსი და მსახიობი სკარლეტ იოჰანსონიც დაშორდნენ ერთმანეთს, მათი ურთიერთობა ორი წლის მანძილზე გრძელდებოდა.
რამდენიმე დღის წინ კი სანდრა და რეინოლდსი ერთად ნახეს: ახალი წლის ღამეს ტეხასის ქალაქ ოსტინში, რესტორან Bess Bistro-ში წყვილმა ერთად ივახშმა. მაშინვე გავრცელდა ხმა, რომ სანდრასა რაიანსის ურთიერთობა უკვე მეგობრობაზე მეტია.
მეგობრები ამბობენ, რომ სანდრამ რაიანი ტეხასში მართლაც მიიწვია. ფილმ "წინადადების" გადაღებების დასრულების შემდეგ მსახიობები ერთმანეთს ხშირად ხვდებიან.
როგორც სანდრას ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, "მათ ყველაფერი წინ აქვთ. ისინი ორივენი მარტოხელები არიან და ერთმანეთს ძალიან უხდებიან".
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 750 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|