Associated Press-ის ცნობით სარაევოში ანჯელინა ჯოლის ფილმის გადაღებები დაიწყო. ფილმის სცენარის ავტორი თავად ანჯელინაა. მთავარი გმირები ერთმანეთზე შეყვარებული ბოსნიელი და სერბი არიან. მათი ურთიერთობა ომის პერიოდში იწყება. ფილმში სერბი და ბოსნიელი მსახიობები იღებენ მონაწილეობას. ყველაზე ცნობილი მათში - რადე შერბეჯიაა. სარაევოში გადაღებები 3-4 დღე გაგრძელდება. ფილმის სცენების უმეტესობას უნგრეთში გადაიღებენ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის გამოვა ფილმი, ან რა ერქმევა, ჯერ არაა ცნობილი.