მომღერალი სელინ დიონი, რომელიც ცოტა ხნის წინ ტყუპის დედა გახდა, ახლა თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფეხმძიმობის პერიოდს გართულებების გარეშე არ ჩაუვლია. მომღერალმა ჟურნალისტებს გადატანილი ტრაგედიის შესახებ უამბო - ის არა ორ, არამედ სამ ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, თუმცა, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ბიჭუნა დაიღუპა.
მომღერალი არასდროს მალავდა, რომ ის ხელოვნური განაყოფიერების გზით დაფეხმძიმდა. პირველივე ექოსკოპიური გამოკვლევის დროს ექიმებმა მომღერალს უთხრეს, რომ სამი შვილი ეყოლებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ტყუპი გარდაიცვალა - მას გული გაუჩერდა. სელინისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. ბავშვის დაკარგვას დიდხანს განიცდიდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, დანარჩენი ორი შვილი შეენარჩუნებინა.
"ის დანებდა და გადარჩენისთვის აღარ იბრძოლა, რათა ამით საკუთარ ძმებს დახმარებოდა. მიმაჩნია, რომ ტყუპებს ამან შეუნარჩუნა სიცოცხლე, - აღნიშნავს მომღერალი.
სავარაუდო მშობიარობამდე ერთი თვით ადრე სელინი საავადმყოფოში უსაფრთხოების მიზნით დააწვინეს, მან საკეისრო კვეთის გზით იმშობიარა.
პირველ ბავშვს ნელსონ მანდელას პატივსაცემად, ნელსონი დაარქვეს. მომღერალი მანდელას 2008 წელს აფრიკაში საკონცერტო ტურის დროს შეხვდა. სელინი და მისი მეუღლე ამ ადამიანით აღფრთოვანდნენ. მეორე ბავშვს კი სელინ დიონის მუსიკალური პროდიუსერის ედი მერნეის პატივსაცემად, ედი უწოდეს .
|