|
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 25 » სელინ დიონმა ტყუპი ბიჭი გააჩინა
20:26 სელინ დიონმა ტყუპი ბიჭი გააჩინა |
მომღერალმა სელინ დიონმა ტყუპი ბიჭი გააჩინა. ამის შესახებ Associated Press-ი იმ მედცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება,სადაც მომღერალი იმყოფება.
მშობიარობამ კარგად ჩაიარა. თუმცა, მომღერალმა იმაზე ადრე იმშობიარა, ვიდრე ვარაუდობდნენ. სელინ დიონი და მისი მეუღლე რენე ანჟელილი ტყუპის გაჩენას ნოემბრის დასაწყისისთვის ელოდნენ.
დიონმა დაფეხმძიმება ხელოვნური განაყოფიერებით შეძლო. მომღერალს და მის მეუღლეს, რენე ანჟელილს ტყუპების გარდა, 9 წლის ბიჭიც ჰყავთ.
მიუხედავად ოჯახში მატებისა, დიონი შემოქმედებითი საქმიანობის შეწყვეტას არ გეგმავს. 2011 წელს მომღერალი სოლო კონცერტს ლას-ვეგასში Caesars Palace-ში გამართავს.
კონტრაქტის თანახმად, დიონმა სოლო კონცერტები 3 წლის განმავლობაში უნდა გამართოს.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 766 |
დაამატა: Qindi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|