ამერიკელმა მეცნიერებმა გამოკვლევა ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ სერიალები კლინიკებზე და ექიმებზე ცუდ გავლენას ახდენს მაყურებელზე. ფილმებში დეტალურადაა აღწერილი იშვიათი და სერიოზული დაავადებები. ხშირად ადამიანები ამ ფილმების ყურების შემდეგ თავიანთ თავში ეძებენ იგივე სიმპტომებს, ზოგს კი შიშები ეწყება არ დაავადდეს. ცნობილი სერიალი ”ექიმი ჰაუსი” არამარტო მაყურებელზე ახდენს ცუდ ზეგავლენას, არამედ ცუდად იმოქმედა მთავარი როლის შემსრულებელზე ჰიუ ლორიზე. მას წასვლაც კი უნდოდა სერიალიდან, რადგან მისი გმირის კოჭლობის გამო, მსახიობს პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
|