Heatvision-ის ცნობით, სერიალ ”მოსიარულე მკვდრებს” 2010 წლის 31 დეკემბერს 5.5 მილიონმა ადამიანმა უყურა AMC-ს არხზე. სერიალს კრიტიკოსების კარგი შეფასება მოჰყვა, ხალხიც კმაყოფილი დარჩა. მაყურებლის ასეთი მაღალი მაჩვენებლი პირველადაა არხის ისტორიაში. სერიალში ადამიანების ჯგუფი, რომლებიც გადაურჩნენ ზომბი-ვირუსის ეპიდემიას, ეძებენ უსაფრთხო თავშესაფარს და მოგზაურობენ მთელ ამერიკაში. სერიალის გამოსვლამდე AMC და Fox-მა 26 ქალაქში საკმაოდ უცნაური პრომო აქცია გამართეს.
|